ავიაკომპანია "AirBaltic” საქართველოზე: "ძალიან ადვილია ამ ქვეყნის შეყვარება"

4 ივნისი, 2020 22:37 ტურიზმი


ავიაკომპანია "AirBaltic” ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით კომპანიის ბლოგზე სტატიას აქვეყნებს, სადაც სეზონის საუკეთესო მიმართულებებს უწევს რეკომენდაციას. "AirBaltic”-ის ნუსხაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა საქართველოც მოხვდა.

"ძალიან ადვილია ამ ქვეყნის შეყვარება, რომლის მონახულებაც 1 ივლისიდან შესაძლებელი ხდება. ეწვიეთ საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდს, სადაც ტურისტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია არის მოცემული, მოგზაურობის შეზღუდვებთან დაკავშირებით" - აღნიშნულია სტატიაში. ავიაკომპანია მკითხველებს კახეთის რეგიონის, თბილისისა და მცხეთის მონახულებას ურჩევს და ხაზს უსვამს საქართველოს კულინარიული და ღვინის ტურების განსაკუთრებულობას.



წყარო:


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 

ბოლო სიახლეები