სომხეთის საზღვართან გაჩენილი ცეცხლი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდა

4 ივლისი, 2019 23:04 საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. "ეკონიუსი" მას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველო სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე, მარნეულის რაიონის სოფელ კაჩაგანთან, სასაზღვრო ზოლში ბუჩქნარი და ეკალბარდები იწვის. ხანძარი თავდაპირველად სომხეთის მხარეს გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდა.

ადგილზე მობილიზებულია შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ხანძრის ლოკალიზებაში მონაწილეობას 35-მდე მეხანძრე-მაშველის იღებს.

საზღვრის მეორე მხარეს, სამუშაოებში ჩართულია სომხეთის სახანძრო დანაყოფები.

აღნიშნულ სასაზღვრო ზოლში ტყის მასივი და დასახლებული პუნქტი არ არის. სიტუაცია ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება.


სომხეთი

ბოლო სიახლეები