ივლისის თვეში ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

9 ივნისი, 2020 14:53 ეკონომიკა & ბიზნესი




ასოციაცია "ქართული ღვინო"-ს ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით 2020 წლის ივლისის თვეში ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის ღვინის მწარმებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური. ნიმუშების წარდგენა 25 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

კონკურსში მონაწილე ღვინოებიდან, მომდევნო ეტაპზე შეირჩევა გამორჩეული ღვინოები ერთ-ერთ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. მოცემული ფესტივალი საქართველოში 2021 წლის აპრილში ჩატარდება.

ნიმუშების მიღება მოხდება როგორც თბილისში ასევე წინანდალში.
თბილისი:
15 -19 ივნისი, 2020
11:00- 17:00 საათამდე
ასოციაცია "ქართული ღვინო" - მთაწმინდის ქ.12, 0108

წინანდალი:
22 -24 ივნისი, 2020
11:00-17:00 საათამდე
სოფელი წინანდალი, წინანდალი, 2217, საქართველო.

სარეგისტრაციო ფორმა და დამატებითი ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ ბმულზე:
http://gwa.ge/qgsk_/2020/


წყარო:

ღვინის ეროვნული სააგენტო


ღვინო

ბოლო სიახლეები