თბილისის ტექნოპარკში გლობალური სასწავლო პროგრამა Leadx Change - ის სიმულაციურ ნაწილში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სიტყვით გამოვიდა და საერთაშორისო უსაფრთხოებასა და ტოტალურ თავდაცვაზე ისაუბრა.
სიტყვით გამოსვლისას ლევან იზორიამ ხაზი გაუსვა, თავდაცვის სფეროში არსებულ რეფორმებსა და მიღწევებს და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო არის უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლინობაზე, განსაკურებით მაშინ, როცა საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. „იმ უკიდურეს რთული, უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, ჩვენ ვატარებთ თავდაცვის ტრანსფორმაციის ამბიციურ პროცესს“ - განაცხადა ლევან იზორიამ. მინისტრი ტოტალურ თავდაცვასაც შეეხო და აღნიშნა რომ „ტოტალური თავდაცვა არის ჩვენი ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის ცენტრალური ნაწილი, რომელსაც საქართველოს მთავრობის მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა აქვს“.
აღნიშნულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და სხვადასხვა სფეროში დასაქმებული პირები დაესწრნენ.
გლობალური ინიციატივა Leadx Change თბილისის ტექნოპარკში 1 ივლისიდან 6 ივლისის ჩათვლით იმართება, რომელიც სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. პროექტის მხარდამჭერები არიან: ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლა, ჰარვარდის კენედის სკოლა, საქართველოს გაეროს ასოციაცია და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი. ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგება.