ღვინის ეროვნული სააგენტოს მომსახურების მიღება უკვე თელავშიც შესაძლებელია

13 ივნისი, 2020 11:32 ეკონომიკა & ბიზნესი

 

კახეთის რეგიონში მიმდინარე მევენახეობის კადასტრის პროგრამის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტაციის წარსადგენად მევენახეებს თბილისში, ღვინის ეროვნულ სააგენტოში მისვლა აღარ მოუწევთ; მომსახურების მიღება ქალაქ თელავშიც შესაძლებელი გახდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს კახეთის სამსახური  ვენახების კადასტრის მონაცემების მუდმივ განახლებას და სრულყოფას უზრუნველყოფს. კადასტრის პროგრამა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას, უზრუნველყოფს რთველის პროცესის გამარტივებასა და ორგანიზებულად ჩატარებას.

გარდა ამისა, ღვინის ეროვნული სააგენტოს კახეთის სამსახურის თანამშრომლები მევენახეებსა და მეღვინეებს მათთვის საჭირო კონსულტაციებს გაუწევენ; კომუნიკაცია გამარტივდება სააგნეტოსა და ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შორის, რომელთა დიდი უმრავლესობა სწორედ კახეთის რეგიონში მდებარეობს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კახეთის სამსახური განთავსებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს ოფისში (მისამართიქალაქი თელავი, ალაზნის გამზირი).

ამასთან, ღვინის ეროვნული სააგენტოს კახეთის სამსახურის თანამშრომლები აქტიურად იქნებიან ჩართული რთველის მოსამზადებელ სამუშაოებში.


წყარო:

ღვინის ეროვნული სააგენტო


ღვინო

ბოლო სიახლეები