სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კიდევ ერთი სასტუმრო შიდა ქართლში, სოფელ ქვიშხეთში გაიხსნა. სასტუმრომ „მწერლები“ სწორედ შიდა ტურიზმის გახსნასთან ერთად დაიწყო ფუნქციონირება.
პირველი 2 წლის განმავლობაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დააფინანსებს.
სასტუმროში, პირველ ეტაპზე, დასაქმდა 30 ადამიანი, თუმცა სამომავლოდ სასტუმროს მენეჯმენტი 40-მდე ნომრის დამატებას და დასაქმებულთა გაზრდას გეგმავს.
სასტუმროში განთავსებულია რესტორანი, ლაუნჯი, საკონფერენციო დარბაზი, მინი კინოთეატრი და ბავშვების ოთახი. სასტუმროს ტერიტორიაზეა ორი აუზი, ღია და გადახურული ვერანდა, სათამაშო მოედანი და ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი.
პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 15 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
სასტუმრო ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის ახალრეაბილიტირებულ სახლ-მუზეუმთან ახლოს მდებარეობს.