ჩოხა–ახალუხის ტარების ტრადიციასა და მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

17 ივნისი, 2020 22:42 კულტურა



ჩოხა–ახალუხის ტარების ტრადიცია და საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდი დღეიდან არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა.

„მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებს – „ქართველების იდენტობის სიმბოლოს – ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიცია“ და „საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდი““, – აღნიშნულია ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებაში „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“, რომელიც დღეს, 17 ივნისს „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.


ბოლო სიახლეები