პროექტი, რომელიც ბათუმს დატბორვას ააცილებს, წლის ბოლომდე დასრულდება

22 ივნისი, 2020 10:09 ეკონომიკა & ბიზნესი



არდაგანის ტბის მიმდებარედ სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობისა და ზღვაში ჩამშვები მილის მონტაჟის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება, რის შედეგადაც უხვი ნალექის დროს ქალაქის დატბორვის საფრთხე მნიშვნელოვნად შემცირდება.

ქალაქის სანიაღვრე წყლები, კოლექტორების გავლით, სატუმბ სადგურში მოგროვდება, რომელიც უხვი ნალექის დროს კოლექტორებიდან სანიაღვრე წყლების გადატუმბვას უზრუნველყოფს.

სანიაღვრე არხების, სატუმბი სადგურისა და ზღვაში ჩამშვები მილის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 13 მილიონამდე ევროს შეადგენს.

სამუშაოები ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

წყარო:

ბათუმის მერია/Batumi City Hall


ბოლო სიახლეები