პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონის მიმართულებით გადაადგილების დრო და მანძილი შემცირდება

5 ივლისი, 2019 14:12 საზოგადოება

ხონის მუნიციპალიტეტში, ძეძილეთი-გორდი-ნოღის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და მდინარე ცხენისწყალზე და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა მიმდინარეობს
 ამ დროისთვის, მდ. მეჭიაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა, კიუვეტების, გაბიონებისა და საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
 აღნიშნული გზით, ხონის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები უმოკლესი მანძილით დაუკავშირდება ერთმანეთს
პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისითაც, შემცირდება გადაადგილების დრო და მანძილი პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონის მიმართულებით, ხოლო პრომეთეს მღვიმედან 60 კმ-ის ნაცვლად ოკაცეს კანიონში მისვლა მხოლოდ 9 კმ-ის გავლით იქნება შესაძლებელი
პროექტის ღირებულება 16 541 661 ლარია


ბოლო სიახლეები