სიცხისას გასაგრილებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ შარფი, - აცხადებს ცნობილი
უკრაინელი ექიმი და ტელეწამყვანი ევგენი კომაროვსკი თავის "ინსტაგრამის"
გვერდზე.
"როდესაც სერიოზული სიცხეა და აღარ ვიცით, სად დავემალოთ,
სითბური დარტყმისა და გადახურების თავიდან აცილების თითქმის ყველაზე ეფექტური
მეთოდია შარფის ყელზე მოხვევა... ასველებთ შარფს წყალში და სველს იხვევთ კისერზე.
პრინციპში, ნებისმიერი შარფის დასველება და ცხვირსახოცივით დახვევა
შეიძლება", ამბობს კომაროვსკი.
მისი თქმით, მაღაზიაში ასეთი მიზნისთვის უკვე სპეციალური შარფებიც კი
იყიდება. "რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? ჯერ ერთი, ეს რეალურად რეფლექსოგენური ზონაა, მსხვილი
სისხლძარღვები გადის, მუდმივი აორთქლება მიდის. გარდა ამისა, ადამიანი, რომელსაც
სიცხეში კისერზე სველი შარფი ახვევია, რეალურად შვებას განიცდის", აღნიშნავს
მედიკოსი.
კომაროვსკი აქვე დასძენს, რომ შარფზე მწერების საწინააღმდეგო
რეპელენტების დაპკურებაც შეიძლება. თანაც, შარფი ყელს მზისგან დამწვრობისგანაც
დაიცავს, რაც ამ ზონას ხშირად ემუქრება.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მეთოდი "იაპონური კონდიციონერის" სახელით არის ცნობილი, ოღონდ ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ ნატურალური მასალის (იდეალურია აბრეშუმი) თეთრ ოთხკუთხა ქსოვილზე.