საქართველოდან ბელარუსის რესპუბლიკაში ჩასულ მოქალაქეებს 14 დღიანი თვითიზოლაციის ვალდებულება აღარ აქვთ.
„COVID-19 ვირუსის შემოტანისა და გავრცელების წინააღმდეგ ზომების შესახებ“ ბელარუსის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 2020 წლის 25 მარტის N171 დადგენილებაში გათვალისწინებულ სახელმწიფოთა ნუსხაში განხორციელდა ცვლილებები, რის შედეგადაც განისაზღვრა ის ქვეყნები საიდანაც ბელარუსის ტერიტორიაზე შემოსვლისას აღარ არის საჭირო 14 დღიანი თვითიზოლაციის გავლა, მათ შორის არის საქართველო.
ამასთან, ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის რეკომენდებულია ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლისას COVID-19 ვირუსზე PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის თან ქონა. ტესტი ჩატარებული უნდა იყოს ქვეყანაში შემოსვლამდე 48 საათის განმავლობაში.
დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ გაეცნოთ ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას.
წყარო: