საქართველოს საელჩო აშშ-ში: აშშ-დან ჩაფრენის ყველაზე მოსახერხებელ გზად კვლავ ამსტერდამის ტრანზიტი რჩება

27 ივნისი, 2020 19:19 საზოგადოება



საქართველოს საელჩო აშშ-ში განცხადებას აქვეყნებს:

"საერთაშორისო რეგულარული ფრენების სრულ აღდგენამდე საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში გაფრენა შეგიძლიათ დაგეგმოთ კვლავ Georgian Airways ავიაკომპანიის კომერციული ჩარტერული რეისებით, რომელსაც ავიაკომპანია ივლისის თვეშიც განახორციელებს ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან. აშშ-დან ჩაფრენის ყველაზე მოსახერხებელ გზად კვლავ ამსტერდამის ტრანზიტი რჩება.

ფრენების განრიგის დასაზუსტებლად და ბილეთების შესაძენად გთხოვთ დაუკავშირდეთ თავად ავიაკომპანიას ან მიმართოთ ტუროპერატორებს. https://www.georgian-airways.com/ge"



წყარო:


Embassy of Georgia to the United States



აშშ

ბოლო სიახლეები