გარდაბნის მუნიციპალიტეტში ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

30 ივნისი, 2020 13:27 ეკონომიკა & ბიზნესი




შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს რწყვის სეზონის პარალელურად უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.

ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში: მოეწყო ახალი, მონოლითური რკინაბეტონის წყალგამანაწილებელი არხის 2500 მეტრიანი მონაკვეთი; ძველ (ამორტიზირებულ) ღარულ არხს ჩაუტარდება დემონტაჟი; ჩატარდა ფილტრაციის საწინააღმდეგო ღონისძიებები, გაკეთდა წყალგამშვებები.

ამავე პროექტის ფარგლებში ეწყობა მეორე რიგის წყალგამანაწილებელი ახალი არხი სიგრძით 2 კმ. დაგეგმილია წყალგამშვებების, სხვადასხვა ზომის სიღრმული და ზედაპირული ფარების მონტაჟი.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყლის მიწოდება გაუმჯობესდება და რეგულარულად მოირწყვება 400 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.

აღდგენილი საირიგაციო სისტემით სოფელი სართიჭალისა და მუღანლოს მოსახლეობა ისარგებლებს.

პროექტის ღირებულებაა 1 775 000 მლნ ლარი.

სამელიორაციო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე გაეცნო.

ზემო სამგორის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება.


წყარო:

საქართველოს მელიორაცია/Georgian Amelioration


ბოლო სიახლეები