ქედა-ოქტომბერი-გოგინიძეების საავტომობილო გზაზე აშენდა 4.2 მეტრი სიგრძის და 7 მეტრი სიგანის ახალი ხიდი.
არსებული ხიდი მდინარის ღვარცოფული გამონატანებისგან დაზიანდა და საჭირო გახდა ახალი ხიდის მშენებლობა.
პროექტი აჭარის ა.რ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „ხელვაჩაურის საგზაომ“ შეასრულა.
პროექტის ღირებულება 117 599 ლარს შეადგენს.
ახალი ხიდით სოფელში მცხოვრები ასამდე ოჯახი ისარგებლებს.
დასრულებული სამუშაოები აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა შავაძემ მოადგილესთან-რაულ ბერიძესთან ერთად დაათვალიერა.
წყარო: