ბელარუსში შესვლისას სავალდებულო რეგისტრაციის ვადა 5-დან 10 დღემდე გაიზარდა

1 ივლისი, 2020 11:39 საზოგადოება



საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში განცხადებას აქვეყნებს:

"საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ:

1 ივლისიდან ძალაში შევიდა ცვლილება ბელარუსის რესპუბლიკის კანონში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, რომლის თანახმად, ბელარუსში შემოსვლისას, უცხო ქვეყნის მოქალაქის სავალდებულო რეგისტრაციის ვადა გაიზარდა 5-დან 10 დღემდე.

რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც მოქალაქეობისა და მიგრაციის განყოფილებებში, ასევე ონლაინ - ელექტრონული მომსახურებების ერთიან პორტალზე:


ბელარუსი

ბოლო სიახლეები