სამოქალაქო ავიაციის სააგენტო „Georgian Airways“-ის 7 ივლისის თბილისი-პარიზი-თბილისის ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:
"მგზავრთა საყურადღებოდ, ვისაც ბილეთები შეძენილი ჰქონდა ავიაკომპანია „Georgian Airways“-ის 7 ივლისის თბილისი-პარიზი-თბილისის საჰაერო ხაზზე, გაცნობებთ, რომ ნებართვა მორიგი ჩარტერული რეისის შესრულებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულია და ფრენა შემდეგი განრიგით შესრულდება:
7 ივლისი, თბილისი - პარიზი - თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);
აქვე გაცნობებთ, რომ ამავე რეისზე დარჩენილ ბილეთებთან დაკავშირებით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას.
მორიგი ჩარტერული რეისების და მიმართულებების დანიშვნის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემისთანავე გახდება ცნობილი.
უკვე დანიშნული ჩარტერული რეისების განრიგი: http://www.gcaa.ge/geo/tbilisiout.php
წყარო: