საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში განცხადებას ავრცელებს:
"ძვირფასო თანამემამულენო, გაცნობებთ, რომ ესპანეთის სამეფომ საქართველო შეიყვანა იმ 15 ქვეყნისგან შემდგარ სიაში, რომელი ქვეყნებიდანაც მომავალ მგზავრებზე არ ვრცელდება ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვები. ცვლილება ძალაში შედის 4 ივლისის 00:00სთ-დან. *კანონი ვრცელდება საქართველოს მხოლოდ იმ მოქალაქეებზე რომლებიც ესპანეთში მოემგზავრებიან საქართველოდან.
ამასთანავე, ყველა მგზავრმა, რომელიც ესპანეთში გამგზავრებას აპირებს, მოგზაურობის დაწყებამდე უნდა შეავსოს ელექტრონული განცხადების ფორმა ინტერნეტ მისამართზე: www.spth.gob.es, ან უფასო აპლიკაციის გამოყენებით. SPAIN TRAVEL HEALTH-SpTH . ფორმის შევსების შემდეგ, მგზავრი მიიღებს QR კოდს, რომელსაც წარმოადგენს ესპანეთში ჩასვლისას".