საბურთალოს რაიონში სამი სპორტული მოედანი განახლდება

3 ივლისი, 2020 18:17 საზოგადოება




საბურთალოს რაიონში კიდევ სამ მისამართზე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ამჟამად, სამუშაოები ფანასკერტელის ქუჩა N19, ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩა II გასასვლელი N2ა-სა და პატარა დიღომში, ასევე, ფერაძის ქუჩა N2ა-ს მიმდებარედ მიმდინარეობს.
სამუშაოების შედეგად, დაიგება ხელოვნური საფარი, ასევე, ლითონის ღობეები, ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები დამონტაჟდება.
სპორტული მოედნების განახლებისთვის, დაახლოებით, 100 000 ლარი დაიხარჯება.


ბოლო სიახლეები