თელავში, ნიკო სულხანიშვილის სამუსიკო სასწავლებლის წინ თელავის საპატიო მოქალაქის, ხელოვნების ქურუმის, გამოჩენილი ქართველი ლოტბარის - ანდრო სიმაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ვარსკვლავის გახსნის ცერეონიამდე, თელავის თეატრში ფოლკლორული ანსამბლების მინაწილეობით კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლები: "წინანდალი", "რუსთავი", "პატარა კახი", "ებგური", "შილდა", "მზე შინა".
ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა თავად ანდრო სიმაშვილმაც.
ცნობილ ლოტბარს ვარსკვლავის გახსნა მიულოცეს: ფოლკლორისტმა გია ბაღაშვილმა, ანსამბლი "რუსთავის" ხელმძღვანელმა ანზორ ერქომაიშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის წარმომადგენელმა ლეილა ლეგაშვილმა, პოეტმა ნუნუ ძამუკაშვილმა, თელავის მუნიციალიტეტის მერიის კულტურის, განათლების,სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ხელოვანს და მერიის სახელით სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
ღონისძებას ესწრებოდნენ: კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით ბეგიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.