ავიაკომპანია Myway Airlines-ი პოლონეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ბილეთების შეძენის პირობებს აცნობს

9 ივლისი, 2020 12:44 საზოგადოება




პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

 საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსაყვანად, ავიაკომპანია Myway Airlines-ი ვარშავის მიმართულებით ფრენას 13 ივლისს შეასრულებს. ვარშავიდან გამოფრენა 14:45 (ადგილობრივი დროით).

 ბილეთების შეძენა შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე! www.mywayairlines.com

მგზავრობის საფასური ერთ მგზავრზე შეადგენს 199 ევროს

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ავიაბილეთები, სახელის ცვლილებას, გადაყიდვას და დაბრუნებას არ ექვემდებარება!

მგზავრებს ვისაც სურვილი აქვს თბილისი-ვარშავას რეისით ისარგებლოს, წერილობით უნდა მიმართონ ავიაკომპანიის გაყიდვების წარმომადგენლებს შემდეგ მისამართზე: sales@mywayairlines.com

 საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, Myway Airlines-ი ინფექციების თავიდან აცილების მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს.

წყარო:

Myway Airlines


პოლონეთი

ბოლო სიახლეები