ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, პროექტი ,,ღია ბიბლიოთეკა-ზუგდიდი“ გაიხსნა.
პროექტს საქართველოს მოსწავლეთა თვითმმართველობის გაერთიანება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტის მიზანია, ბიბლიოთეკის გამოტანა საჯარო სივრცეში, რათა მოსახლეობამ შეძლოს წიგნთან ცოცხალი კავშირის დამყარება.
პროექტის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობა, ყოველ შაბათს კი ფილმის ჩვენება გაიმართება.
აღნიშნული პროექტი ინოვაციურია საჯარო სივრცისთვის, ცენტრალური ბიბლიოთეკა გადმოინაცვლებს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე 13:00 საათიდან 20:00 საათამდე, სადაც მოქალაქეები შეძლებენ გამოიწერონ და წაიკითხონ წიგნები ადგილზე ან წაიღონ სახლში. აგრეთვე, მოეწყობა საბავშვო წიგნების კუთხე, სადაც პატარებს ექნებათ შესაძლებლობა წაიკითხონ და დახატონ.
ღია ბიბლიოთეკა ორენოვანი იქნება, რაც დაინტერესებულ მკითხველს მისცემს საშუალებას მათთვის სასურველი წიგნები წაიკითხონ ორიგინალში, გაეცნონ ინგლისურ ლიტერატურას. ბიბლიოთეკას ეყოლება მოხალისეთა ჯგუფი, რომლებიც დაეხმარებიან მკითხველებს წიგნების შერჩევაში. ორენოვანი ბიბლიოთეკის არსებობა ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
ერთი თვის განმავლობა „ღია ბიბლიოთეკა“ იქნება თავისუფალი სივრცე განვითარებისა და და სასიამოვნოდ დასვენებისთვის.
ღონისძიებას მერიის განათლების,ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წყარო:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია /City Hall of Zugdidi Municipality