ევროკავშირის მხარდაჭერით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში, თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი თევზის სამოდელო-საინკუბაციო საწარმო შეიქმნა. საწარმოში ექვსი ადგილობრივი ქალია დასაქმებული.
ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯის“ პროექტი უზრუნველყოფს მაღალსელექციური ქვირითისაგან წარმოებული ჯანსაღი ლიფსიტის გამოყვანას და თევზის მწარმოებელი ფერმერებისათვის უწყვეტ მიწოდებას მთელი სამეურნეო წლის განმავლობაში.
„ფორეჯი“-ს ძირითადი მიზანი მეთევზეობის დარგის განვითარება და აჭარის რეგიონში თევზსაშენების ამოქმედებაა.
წყარო: