"კატარის ავიახაზები" დოჰა-თბილისის მიმართულებით სპეციალურ რეისს შეასრულებს

12 ივლისი, 2020 10:15 საზოგადოება





საქართველოს საელჩო ყატარში განცხადებას ავრცელებს:

"საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

ა.წ. 17 ივლისს კატარის ავაიხაზები შეასრულებს სპეციალურ რეისს დოჰა-თბილისის მიმართულებით. აღნიშნული რეისით ისარგებლებენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თბილისში ჩასვლის შემდეგ გაივლიან 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

მოქალაქეებმა ბილეთების შესაძენად ან უკვე არსებული ჯავშნის გადაცვლის მიზნით უნდა მიმართონ კატარის ავიახაზების თბილისის ოფისს შემდეგ ელექტორნული ფოსტის მისამართზე:

ekakauridze@ge.qatarairways.com
anberishvili@ge.qatarairways.com

მგზავრებს, ვისაც ესაჭიროებათ აღნიშნული რეისისათვის ბილეთის შეძენა ავიაკომანიის მიერ გაეგზავნებათ ერთჯერადი ბმული, რომლითაც შეძლებენ ბილეთის შეძენას.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ კატარის ავიახაზების თბილისის ოფისს:

+995322439608/09
tbsreservations@ge.qatarairways.com


კატარი

ბოლო სიახლეები