საქართველოს საელჩო სლოვენიაში განცხადებას ავრცელებს:
"სლოვენიასა და მის ფარგლებს გარეთ ეპიდემიოლოგიური ვითარების ზუსტი მონიტორინგის საფუძველზე, სლოვენიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი (NIJZ) ამზადებს ეპიდემიოლოგიური სტატუსის შეფასებას და ადგენს ქვეყნების ე.წ. ფერად დაყოფას.
https://www.nijz.si/…/list-countries-crossing-national-bord…
სლოვენიაში ამჟამად დაუბრკოლებლად შეუძლიათ შემოსვლა ე.წ. „მწვანე ქვეყნების“ სიაში არსებული ქვეყნების მოქალაქეებს:
1.ავსტრია 2.ბელგია 3.კვიპროსი 4.დანია 5.ესტონეთი 6.ფინეთი 7.საბერძნეთი 8.გერმანია 9. უნგრეთი 10. ისლანდია 11. ირლანდია 12.იტალია 13.ლატვია 14. ლიხტენშტეინი 15. ლიეტუვა 16. მალტა 17. ნორვეგია 18.სლოვაკეთი 19. საფრანგეთი 20. ესპანეთი 21. შვეიცარია 22. ნიდერლანდები
სლოვენიაში მოგზაურთათვის არსებული კარანტინის რეჟიმი: „წითელი სიის“ (სერბეთი) ქვეყნებიდან: მგზავრები ექვემბდებარებიან 14-დღიან კარანტინს მათი მოქალაქეობის მიუხედავად.
„ყვითელი სიის“ ქვეყნებიდან (ხორვატია, საქართველო): სლოვენიის მოქალაქეები ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც აქვთ სლოვენიის მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი, არ ექვემდებარებიან 14-დღიან კარანტინს თუ ისინი მგზავრობენ ევროკავშირიდან ან შენგენის ზონიდან იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარადგენენ ამის დამადასტურებელ საბუთებს; კერძოდ, უძრავი ქონების ან იმ საზღვაო სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელ საბუთს, სადაც ისინი იყვნენ გაჩერებულები, ან იმ საცხოვრებელი სახლის (სასტუმროს) გადახდის ქვითარს, სადაც ჩერდებოდნენ ამ ქვეყნებში; ან საზღვაო ხომალდის დაქირავების შემთხვევაში, ამ ხომალდის ეკიპაჟის წევრების ოფიციალურ სიას.
ყველა სხვა შემთხვევაში მგზავრები ექვემდებარებიან 14-დღიან კარანტინს.
სლოვენიის გავლით ტრანზიტის წესები: სლოვენიის გავლით სხვა ქვეყანაში ტრანზიტის დრო შემცირდა 24 საათიდან 12 საათამდე.
ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა: ქვეყანაში არ დაიშვებიან ის პირები, რომელთაც არ აქვთ სლოვენიაში საცხოვრებელი და სასაზღვრო პუნქტზე განაცხადებენ, რომ აქვთ დადებითი ტესტი ან გამოუვლინდებათ ვირუსის აშკარად გამოხატული ტიპიური სიმპტომები. სლოვენიაში ასევე არ დაიშვებიან ის პირები, რომლებმაც მოსაზღვრე ქვეყნებში არსებული ზომების გამო შეიძლება ვერ დატოვონ სლოვენიის ტერიტორია.