სამოქალაქო ავიაციის სააგენტო „Qatar Airways”-ის რეისთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

12 ივლისი, 2020 15:01 ეკონომიკა & ბიზნესი




სამოქალაქო ავიაციის სააგენტო „Qatar Airways”-ის რეისთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

"მგზავრთა საყურადღებოდ, რომელთაც ბილეთები შეძენილი აქვს ავიაკომპანია „Qatar Airways”-ის დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე, გაცნობებთ, რომ ნებართვა ჩარტერული რეისის შესრულებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დღეს, 12 ივლისს გაიცა. ფრენა Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით შესრულდება:

• 17 ივლისი, დოჰა - თბილისი (გამოფრენა 20:10, მოფრენა 18 ივლისი, 00:15);
• 18 ივლისი, თბილისი - დოჰა (გაფრენა 03:15)

აქვე გაცნობებთ, რომ ამავე რეისზე დარჩენილ ბილეთებთან დაკავშირებით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას.

სხვა მიმართულებებზე ჩარტერული რეისის დანიშვნის შემთხვევაში, ინფორმაცია სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემისთანავე გახდება ცნობილი.

ივლისში დანიშნული სპეციალური და კომერციული ჩარტერული რეისების განრიგი: http://www.gcaa.ge/geo/tbilisiout.php


კატარი

ბოლო სიახლეები