ჯიღაურას საკოლექციო ნაკვეთში დაცული ვაზის უნიკალური ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები წარადგინეს

13 ივლისი, 2020 12:30 ეკონომიკა & ბიზნესი




სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა ჯიღაურას საკოლექციო ნაკვეთში დაცული ვაზის უნიკალური ჯიშებისგან, სამეცნიერო კვლევის ფარგლებში, დამზადებული ღვინოები წარადგინა. დეგუსტაციაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია იმ იშვიათ ვაზის ჯიშებზე, რომელთა წარმომავლობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან იღებს სათავეს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 9 რეგიონის 16 დასახელების ღვინის ნიმუში.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე 450-მდე ქართული, 350 უცხოური ვაზის ჯიში და 150-მდე ველური ვაზის ფორმაა დაცული. ვაზის ჯიშების აღდგენის პარალელურად, ცენტრი იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინოების დაყენებას და მათზე კვლევას ახორციელებს.


ღვინო

ბოლო სიახლეები