სარეპატრიაციო რეისით ვარშავიდან საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება

13 ივლისი, 2020 15:56 საზოგადოება




ავიაკომპანია Myway Airlines განცხადებას ავრცელებს:

"უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ავიაკომპანია Myway Airlines მორიგ ჩარტერულ რეისს პოლონეთის მიმართულებით ახორციელებს.

სარეპატრიაციო რეისით, ვარშავიდან საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება.
თვითმფრინავი ვარშავას მიმართულებით უკვე გაფრინა. ფრენას, ქართული ავიაკომპანია ბოინგ 737-800 ტიპის თვითმფრინავით შეასრულებს. ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 20:05 საათზე დაბრუნდება.

საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები შემოწმების შემდეგ სხვადასხვა საკარანტინო ზონებში გადანაწილდებიან.

საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, Myway Airlines-ი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს.


პოლონეთი

ბოლო სიახლეები