აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული და ნარკოდამოკიდებული ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის უფასო კონსულტაციის სერვისი ამოქმედდა

14 ივლისი, 2020 12:17 საზოგადოება





ბავშვთა დახმარებს ცხელი ხაზს 111 - აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული და ნარკოდამოკიდებული ბავშვებისათვის და ახალგაზრდებისათვის უფასო კონსულტაციის სერვისი დაემატა.

 ცხელი ხაზი სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზეა და მისი ამოქმედება მოიცავს:

• ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე კონსულტაცირებას და რეაგირებას;

• ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებზე კონსულტირებას და რეაგირებას;

• ბავშვთა განათლების საკითხებზე კონსულტირებას და რეაგირებას;

• სოციალურ საკითხებზე კონსულტირებას და რეაგირებას;

• სხვა ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტირებას და რეაგირებას.

ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი 111 უფასოდ, სამუშაო დღეებში 10:00 – 19:00 საათამდე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ახორციელებს ინდივიდუალურ და სიტუაციურ რისკების გამოვლენას, შეფასებას და შესაბამის რეაგირებას.

ცხელ ხაზზე შესაძლებელია ბავშვის და მშობლის ფსიქოლოგიური მომსახურების მიღება, როგორც სატელეფონო, ასევე პირისპირ - კონსულტაცის სახით.


ბოლო სიახლეები