ფანასკერტელის ქუჩაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

14 ივლისი, 2020 16:47 საზოგადოება





თბილისში, საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩაზე 1500 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები და სკვერისთვის საჭირო ყველა შესაბამისი ინვენტარი მოეწყობა. ასევე, კაუჩუკისსაფარიან მოედანზე საბავშვო ატრაქციონები განთავსდება. ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები დაირგვება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით, 142 620 ლარი დაიხარჯება.


ბოლო სიახლეები