პარლამენტში ამჟამად კანონპროექტის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ განხილვა მიმდინარეობს.
ცვლილება მოიცავს, კანონში ახალი საგზაო მოძრაობის ნიშნების დამატებას, რაც ხელს შეუწყობს თბილისის ტრანსპორტის ინკლუზიურობას.
ახალ საგზაო მოძრაობის ნიშნებს დაემატება სხვადასხვა სახის ტრანსპორტისთვის განკუთვნილი სადგომი ნიშნები:
ელექტრონული ტრანსპორტის დასამუხტი ადგილისთვის განკუთვნილი ნიშანი;
შშმ. პირის საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილისთვის განკუთვნილი ნიშანი;
ტურისტული მარშრუტისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილი;
ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილი;
ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის დგომის ადგილი.
წყარო: