სოფიო ქაცარავა: „ჩვენი რეზოლუცია კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო“

7 ივლისი, 2019 15:10 პოლიტიკა


50 მომხრით, 5-ის წინააღმდეგ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტზე სოფიო ქაცარავას მიერ ინიცირებული პროექტი „უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთში" ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული.
რეზოლუციაში ასახულია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული მძიმე ვითარება.
 „აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა, შეწყდეს საერთაშორისო სამართლის დარღვევა რუსეთის ფედერაციის მიერ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების შელახვა, მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიებს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში!"- განაცხადა სოფიო ქაცარავამ რეზოლუციის წარდგენისას.


ბოლო სიახლეები