სამგორში მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება

15 ივლისი, 2020 17:01 საზოგადოება





სამგორის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, შიდა წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელების მოწყობა-რეაბილიტაცია სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მომართვის საფუძველზე, შიდა ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები 7 მისამართზე მიმდინარეობს:
ვარკეთილი 3, მე-3 მ/რ, კორპუსი N309;
ჭიჭინაძის N9;
ბაბუციძის 27;
ვარკეთილი 3, მე-2 მ/რ, კორპუსი N19;
მე-3 მასივი, მე-10 კვარტალი, კორპუსი ,,ი“;
მოსკოვის გამზირი N36ვ;
ვარკეთილი 3, მე-2 მ/რ, კორპუსი N26.
აღნიშნული პროექტების დაფინანსებისთვის სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 128 705 ლარი გამოიყო.
შიდა წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელების მოწყობა-რეაბილიტაცია უკვე დასრულდა სამგორის რაიონში 18 მისამართზე, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 348 406 ლარი დაიხარჯა.


ბოლო სიახლეები