10 სექტემბრიდან, პეკინის გამზირზე და მიმდებარე ქუჩების კვეთაზე ზონალურ-საათობრივი პარკინგი ამოქმედდება
პარკირების ახალი სისტემა ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირზე სრულად, მიცკევიჩისა და ბახტრიონის ქუჩებზე გამრეკელის ქუჩის კვეთამდე და ყაზბეგის გამზირზე კარტოზიას ქუჩიდან პეკინის გამზირამდე იმოქმედებს.
სულ განსაზღვრულია ზონალურ-საათობრივი პარკირების 736 ადგილი:
ყაზბეგის გამზირი - 373 ადგილი;
პეკინის გამზირი - 209 ადგილი;
ბახტრიონის ქუჩიდან გამრეკელამდე - 52 ადგილი;
სულხან ცინცაძის ქუჩიდან გამრეკელამდე- 31 ადგილი;
ადამ მიცკევიჩის ქუჩიდან გამრეკელამდე - 71 ადგილი.
ზონალური პარკირების სივრციდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებ მოქალაქეებს, ან იმ პირებს, რომლებსაც ამ ტერიტორიაზე გააჩნიათ უძრავი ქონება, უფლება აქვთ ისარგებლონ უფასო პარკირებით მათ მიერ გათვალისწინებულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზე.
მაცხოვრებლებმა ან უძრავი ქონების მფლობელებმა უფასო პარკირებისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ საიტზე: tp.ge , სადაც ID ბარათით რეგისტრაციის შემდეგ აღენიშნება მის საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონება და მისი საკადასტრო კოდი.
ამ აპლიკაციის გააქტიურების შემდეგ მომხმარებელი შეძლებს საკუთარი სატრანსპორტო საშუალების მიბმას თავისივე საკადასტრო კოდზე, რომლის შემდეგაც აპლიკაციაში სრული ინფორმაცია იქნება დაფიქსირებული. ამასთანავე, აპლიკაციის მეშვეობით რუკაზე გამოჩნდება სახლისა თუ უძრავი ქონების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საპარკინგე სივრცეები, რომელიც დაეხმარება მომხმარებელს ადვილად მიაგნოს პარკინგს.
ზონალური პარკირების სარგებლობისთვის სხვა მოქალაქეებმა უნდა ჩამოტვირთონ მობილური აპლიკაცია “Tbilisi Parking” Play store ან Apple store-ის დახმარებით და გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით ისარგებლონ ფასიანი ავტოსადგომით.
აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც აღნიშნულია ზონალური პარკირების ყველა არეალი ნომრების მიხედვით