ქართველი მეზღვაურებისთვის კარანტინისა და იზოლაციის სპეციალური პირობები დამტკიცდა

16 ივლისი, 2020 12:39 საზოგადოება




ქართველი მეზღვაურებისთვის კარანტინისა და იზოლაციის სპეციალური პირობები დამტკიცდა.

მეზღვაურები ქვეყანაში შემოსვლისას ჩვეულებრივ გადიან 14 დღიან საკარანტინო პერიოდს, თუმცა სპეციალური პირობები საშუალებას იძლევა მეზღვაურის სურვილის შესაბამისად შემცირდეს საკარანტინო სივრცეში გასატარებელი დღეების რაოდენობა.

ამისათვის:

 სრულყოფილად უნდა შეივსოს სააგენტოს მიერ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა, რომელიც ხელმისაწვდომია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ვებ-გვერდზე: mta.gov.ge

 მეზღვაურს ჩაუტარდება კორონავირუსზე PCR ტესტირება და მიღებული შედეგი თუ უარყოფითია, დატოვებს საკარანტინო სივრცეს იმ პირობით, რომ 14 დღიანი ვადის გასვლამდე ყოველ 60 საათში ერთხელ გაივლის PCR ტესტირებას თავისი ხარჯით.

დამატებითი კითხვებისა და დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ცხელ ხაზზე:

+995 422 27 39 12


ბოლო სიახლეები