მარნეულში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი ტერიტორიების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტში, გამთენისაას ძლიერი წვიმის შედეგად, იაღლუჯის მთიდან მოვარდნილმა ნიაღვარმა ქალაქ მარნეულის ქუჩები, საცხოვრებელი სახლების I სართული, სარდაფები და შიდა ეზოები დატბორა.
დილიდან მთელი დღის განმავლობაში აღნიშნულ ლოკაციებზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის მიერ მიყენებულ სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებს.
ძლიერმა წვიმამ, ქალაქ მარნეულის ვაჟა–ფშაველას, აღმაშენებლის, იაღლუჯის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი სახლები და აგრეთვე ბაზრის მიმდებარე ტერიტორია დატბორა;
მომხდარიდან რამდენიმე წუთში ადგილზე ვითარებას გაეცნო, მარნეულის მერი ზაურ დარგალი, მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად;
მუნიციპალიტეტის მერიაში უკვე შექმნილია, სტიქიის მასშტაბებისა და ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც მერიის კომპეტენციის ფარგლებში გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს.