საქონლის ხორციან ნახევარფაბრიკატებში ქათმის ხორცი აღმოჩნდა

16 ივლისი, 2020 18:34 საზოგადოება







სურსათის ეროვნული სააგენტო  ნახევარფაბრიკატებს ამოწმებს. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან,  40 ნიმუში (ცხენის/ვირის ხორცის იდენტიფიცირებისთვის - 20 ნიმუში; ფრინველის ხორცის იდენტიფიცირებისთვის - 20 ნიმუში) აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში (,,ხარისხის ლაბორატორია - LLC  Quality Lab”)  გამოიკვლიეს.

 

ხორცის სახეობრივი კვლევის შედეგად  9 ნიმუშში აღმოჩნდა ფრინველის ხორცი, თუმცა ეტიკეტზე აღნიშნულის შესახებ მითითებული არ იყო. სახეობრივი კვლევა ჩატარდა ცხენის/ვირის ხორცზეც, შედეგად, არცერთ შემთხვევაში დარღვევა არ გამოვლენილა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და დაევალათ სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.

 

ნახევარფაბრიკატები, რომლებშიც ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია შემცველობას არ შეესაბამებოდა: შპს თავადური 2014"   -  „კატლეტი გაყინული“; „გუფთა გაყინული“; შპს “ექსტრა მითი“ - „სოსისი საბავშვო“;შპს „ხორცპროდუქტების ქარხანა ვაკე“ - „სოსისი საქონლის ვაკე“;შპს „ოს გრუპი"  - „პილმენი გაყინული“; შპს ნიკორა  - „ხინკალი სამეფო“;  „სოსისი ივერია“; შპს ფასანაური 2010  - „ფარში ძროხისა და ღორის ხორცის“; შპს ხახაბო  -  „გაყინული ხინკალი“.

 

სახეობრივი კვლევისთვის ნიმუშების აღების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს აგრძელებს.


ბოლო სიახლეები