ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალური გვერდი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჩინურენოვან სოციალურ ქსელ Weibo-ზე დარეგისტრირდა

17 ივლისი, 2020 12:28 საზოგადოება





ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალური გვერდი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მსხვილ ჩინურ ენოვან სოციალურ ქსელ Weibo-ზე, დარეგისტრირდა .
როგორც საელჩოში აცხადებენ, აღსანიშნავია, რომ ასობით მილიონი ადგილობრივი მომხმარებელი, პირველ წყაროდან ჩინურ ენაზე შეიტყობს ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ტურიზმის, კულტურისა და სხვა აქტუალური თემების შესახებ, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას ჩინურ საზოგადოებაში.
ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინურ ენოვან სოციალურ ქსელში საქართველოს შესახებ ოფიციალური გვერდი დაიწყებს ფუნქციონირებას.


წყარო:

Embassy of Georgia to the People's Republic of China
Weibo წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სოციალურ მედია პლატფორმას ჩინეთში, რომელსაც 2020 წლის ოფიციალური მონაცემებით, 550 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.


ჩინეთი

ბოლო სიახლეები