"მაია წყნეთელი" ახალ სიცოცხლეს იწყებს

19 ივლისი, 2020 16:45 კულტურა







"მაია წყნეთელი" ახალ სიცოცხლეს იწყებს. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

1959 წელს გადაღებული ფილმის აღდგენა-რესტავრაცია უკვე დასრულებულია ციფრულ 2 კ.(K) ფორმატში. ხმის გაწმენდა-დამუშავება, გამოსახულების დამუშავება და ფერის კორექცია განხორციელდა "ქართული ფილმის" ბაზაზე.

"მაია წყნეთელი" რეზო ჩხეიძის ერთ-ერთი გამორჩეული ფილმია ქართველი კინოვარსკვლავების მონაწილეობით.

ფილმის აღდგენა-რესტავრაცია მიეძღვნა მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლისთავს.


წყარო:

GNFC - Georgian National Film Center


ბოლო სიახლეები