ლანჩხუთის ტერიტორიაზე სიჩქარის კონტროლის ოთხი სექცია ამოქმედდა

20 ივლისი, 2020 14:27 საზოგადოება





საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრმა 2020 წლის 20 ივლისიდან, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, გურიის რეგიონში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სიჩქარის კონტროლის ოთხი სექცია აამოქმედა:

1. ლანჩხუთის შემოვლითი გზის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალის მონაკვეთის 14 კილომეტრიდან, სოფელი ჯაპანა-ნიგოითი (მიმართულება გრიგოლეთი). (ნებადართული სიჩქარე 110 კმ/სთ).

2. ლანჩხუთის შემოვლითი გზის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალის მონაკვეთის 19 კილომეტრიდან, სოფელი ნიგოითი-ჯაპანა (მიმართულება სამტრედია). (ნებადართული სიჩქარე 110 კმ/სთ).

3. ლანჩხუთის შემოვლითი გზის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალის მონაკვეთის 20 კილომეტრიდან, სოფელი ნიგოითი-ქ.ლანჩხუთი (მიმართულება გრიგოლეთი). (ნებადართული სიჩქარე 110 კმ/სთ).

4. ლანჩხუთის შემოვლითი გზის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალის მონაკვეთის 26 კილომეტრიდან, ქ.ლანჩხუთი-ნიგოითი (მიმართულება სამტრედია). (ნებადართული სიჩქარე 110 კმ/სთ).

შესაბამისად სულ საქართველოს მასშტაბით უკვე 1008 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით.


ბოლო სიახლეები