სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში ე.წ. „მანგოაანთ უბანში“ გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
დასრულებული პროექტი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა დაათვალიერა.
რეაბილიტაციის ფარგლებში საუბო გზაზე 730 მეტრის მანძილზე ორმხრივი სანიღვრე მოეწყო და ორფენოვანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარი დაიგო.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 380 217 ლარია, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.