თბილისში, საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირი N 27-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედელი მოიხატა. კედლის მოხატვის ავტორის სოსო ჩხაიძის ნამუშევარში გამოსახულია პრაღის ასტრონომიული საათი, რომელიც რატუშაზე 1 410 წელს დაამონტაჟეს. ასევე, ჩეხი მხატვრების - მუხას „ზოდიაქოს ქალღმერთი“, კუპკას „აბსტრაქცია“ და კუბისტას “ცემენტის ქარხანა“.
მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გრუნტის დამჭერი კედელი 56 გრძივ მეტრზე აშენდა.
აღნიშნული პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 95 384 ლარი გამოიყო.