ალგეთის წყალსაცავის რეაბილიტაცია იწყება

22 ივლისი, 2020 10:11 ეკონომიკა & ბიზნესი


 



საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, ალგეთის წყალსაცავის რეაბილიტაციას იწყებს.

სამუშაოები ითვალისწინებს წყლის დონის საზომი სისტემების, მეტეოროლოგიური სადგურის, ნაგავდამჭერის მოწყობას. ასევექვედა ბიეფში წყალსატარის სარქველების რემონტს, საცემენტაციო გვირაბის გაწმენდასა და დაშრობას.

ჩატარებული სამუშაოები ქვემო ქართლში ათასობით ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

პროექტის სავარაუდო ღირებულება  1 მილიონ ლარამდეა.

ალგეთის წყალსაცავზე არსებულ ვითარებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შპსსაქართველოს მელიორაციისგენერალური დირექტორი დავით წითლიძე და მსოფლიო ბანკისირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტისმენეჯერი ლალი დურმიშიძე გაეცნენ.

პროექტი, რომლის განხორციელებაც უახლოეს დღეებში დაიწყება, მსოფლიო ბანკის "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 12 თვეში უნდა განახორციელოს.  


წყარო:

საქართველოს მელიორაცია/Georgian Amelioration


ბოლო სიახლეები