რუსთავში ახლადრეაბილიტირებული კოსტავას გამზირი გაიხსნა. ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, ისტორიული ქუჩა, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.
ქუჩა, სადაც რამდენიმე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული, სრულად რეაბილიტირებულია. არქიტექტურული სტილის შენარჩუნებითაა აღდგენილი ფასადები, გამოცვლილია ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია და წყალარინების სისტემა. განახლებულია ასფალტის საფარი, სპეციალური ფილებითაა მოპირკეთებული ტროტუარები. მოწყობილია გარე განათების ენერგოეფექტური ქსელი, რეკრეაციული სივრცე, ველობილიკები, დახაზულია საპარკინგე ზონები და გადასასვლელები. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები რეგიონლური განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
გამზირის გახსნის ღონისძიება ველორბოლით დაიწყო, რომლის წარმატებულ მონაწილეები სიმბოლური პრიზებით დაჯილდოვდნენ. აქტივობის ფარგლებში, განახლებული გამზირის შუაგამყოფ ზოლში მოწყობილ სკვერში სხვადასხვა მუსიკალური კომპოზიციები შეასრულეს ადგილობრივმა მუსიკოსებმა.
წყარო: