საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ოლივერ რუსო უხელმძღვანელებს

8 ივლისი, 2019 14:13 საზოგადოება

საპენსიო სააგენტოში დღეს საინვესტიციო საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საინვესტიციო საბჭოს წევრებმა თავმჯდომარედ ერთხმად საფრანგეთის ნაციონალური საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ რუსო, ხოლო მის მოადგილედ - ჟან ფრედერიკ პაულსენი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უფროსი მრჩეველი აირჩიეს. საინვესტიციო საბჭოს წევრებმა საქართველოში არსებულ კაპიტალის ბაზარზე ისაუბრეს და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მონახაზი განიხილეს. საინვესტიციო საბჭოს წევრები თბილისში კიდევ ორი დღე დარჩებიან, მომავალში კი დისტანციურად გააგრძელებენ საპენსიო სააგენტოსთან მუშაობას.


ბოლო სიახლეები