სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებულ ფრინველის ხორცის ნიმუშებს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდება

5 აგვისტო, 2020 12:04 საზოგადოება






სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები სავაჭრო ობიექტებში ფრინველის ხორცისა და კვერცხის შენახვისა  და რეალიზაციის პირობებს ამოწმებენინსპექტირება ტარდება როგორც ქსელურ მარკეტებშიასევე უბნის მაღაზიებშიდღეისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოწმებულია 150-მდე ობიექტი, რომელთაგანაც 40-ში იმპორტირებული ფრინველის ხორცის შეფუთვის გარეშე  განთავსების - ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა.  ბიზნესოპერატორების მიმართ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ამავდროულად, სააგენტოს წარმომადგენლებმა სარეალიზაციო ქსელიდან აიღეს ფრინველის ხორცის ნიმუშები, რომელსაც ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სახელმწიფო კონტროლს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან სურსათის უვნებლობის  მოთხოვნები და, შესაბამისად, მომხმარებლის ინტერესები და  ჯანმრთელობა.


ბოლო სიახლეები