ბარათაშვილის ხიდიდან მტკვარში გადამხტარი ახალგაზრდა გოგონა მაშველებმა გადაარჩინეს

5 აგვისტო, 2020 22:16 საზოგადოება





შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა გოგო ბარათაშვილის ხიდიდან გადახტომას აპირებდა.
ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ჯგუფები.
წყალზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების ოპერატიული რეაგირების შედეგად, მდინარე მტკვრიდან გოგოს უვნებლად ამოყვანა მალევე მოხერხდა.
იგი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


წყარო:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service


ბოლო სიახლეები