ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები თურქეთში შესვლის მიზნით საქართველოს დატოვების ნებართვასთან დაკავშირებით

5 აგვისტო, 2020 22:37 საზოგადოება





ხშირად დასმული კითხვები საქართველოს მოქალაქის მიერ თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვების ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით

* სად და როგორ დავრეგისტრირდე?

უნდა შეავსოთ აღნიშნული სარეგისტრაციო ფორმა
https://abroadworkers.moh.gov.ge/
იხილეთ რეგისტრაციის ინსტრუქცია
https://www.moh.gov.ge/…/saregistracio_instruqci_turketi.pdf

* მოვწვევა ნიშნავს თუ არა სამუშაო ვიზას?

მოწვევა არ ნიშნავს სამუშაო ვიზას

* სად შეიძლება ვნახო მოწვევის ფორმა?

იხილეთ მოწვევის ფორმა (ქართული ენა) https://www.moh.gov.ge/…/valdebuleba_turketshi%20gadasvla.p…
თურქული ენა
https://www.moh.gov.ge/uploa…/files/valdebuleba-turqulad.pdf

* საჭიროა თუ არა მოწვევის დამოწმება საელჩოს მიერ?

მოწვევა არ საჭიროებს საელჩოს დამოწმებას

* უარის თქმის შეთხვევაში, შევძლებ თუ არა ხელმეორედ განაცხადის შევსებას?

განმეორებით განაცხადის შევსება შესაძლებელია

* საჭიროა თუ არა კარანტინი დაბრუნებისას?

არსებული რეგულაციის მიხედვით, 14 დღიანი კარანტინი სავალდებულოა

კარანტის გავლა ფასიანია?

კარანტინის საფასურს სახელმწიფო დაფარავს

ვის მივმართოთ დამატებითი კითხვების შემთხვევაში?

დარეკეთ ცხელ ხაზზე - 1505


წყარო:

აჭარის მთავრობა / Government of Ajara

თურქეთი

ბოლო სიახლეები