კომპანია "მაგთიკომი" მოსახლეობას აფრთხილებს

6 აგვისტო, 2020 11:49 ეკონომიკა & ბიზნესი






კომპანია "მაგთიკომი" განცხადებას ავრცელებს:

"აბონენტთა საყურადღებოდ!

გარკვეულ ვებგვერდებზე შესვლისას შეიძლება მიიღოთ შეტყობინება ცრუ ინფორმაციით, რომ თქვენ გახდით შემთხვევით შერჩეული იღბლიანი აბონენტი და მოიგეთ Apple iPhone 11 Pro, პრიზის მისაღებად კი ითხოვენ კითხვებზე პასუხის გაცემას.

ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

მაგთიკომი გაფრთხილებთ, რომ ეს თაღლითობის მცდელობაა, ინფორმაცია მოგების შესახებ მცდარია. გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თქვენს პირად მონაცემებს ნუ გაუზიარებთ უცხო პირებს.

გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია მაგთიკომის გათამაშებებსა და კონკურსებზე ყოველთვის ვრცელდება ჩვენი ოფიციალური Facebook-ისა და ვებგვერდის საშუალებით.

არ ენდოთ უცხო წყაროებს გადამოწმების გარეშე!"


ბოლო სიახლეები