ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების შეღავათიანი პაკეტით სარგებლობა კიდევ 19 დასახლებულ პუნქტშია შესაძლებელი
აღნიშნული გადაწყვეტილება სემეკმა 6 აგვისტოს საჯარო სხდომაზე მიიღო
ეს დასახლებული პუნქტებია:
*ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები - გვარა, ქვედა კვირიკე, ჩაისუბანი;
*ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლები - ნიგოეთი და ჭყონაგორა;
*ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები - ბაისუბანი და პატარაგორი;
*თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩიხორი;
*ვანის მუნიციპალიტეტის სოფლები - ზედა ბზვანი და ზედა გორა;
*ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლები - აკაურთა და დისველი;
*კასპის მუნიციპალიტეტის სოფლები - მეტეხი, გომი, ნიაბი, ზემო ჩოჩეთი, ახალქალაქი;
*თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალა;
*მარტვილის მუნიციპალიტეტი - ქალაქი მარტვილი.
სემეკის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამისად, ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების საფასური საქართველოს მასშტაბით 400 ლარს შეადგენს, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.
წესების მიხედვით, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესაბამისი პაკეტის ფარგლებში განახორციელოს ახალი მომხმარებელის ქსელზე მიერთება დადგენილ ვადებში და უზრუნველყოს ერთი დანადგარის დაერთება.
წესები სრულად განთავსებულია სემეკის ვებგვერდზე www.gnerc.org