ახალი აპლიკაციის
- VR Pilgrim-ის შემქმნელებმა კურთხევა მიიღეს, ვირტუალური რეალობის ფორმატში
აღებეჭდათ ლიბანის უნიკალური ტაძრები და ეკლესიები, რომლებიც ტრაგედიის შედეგად დაზიანდა.
ბეირუთის პორტში მომხდარი
ძლიერი აფეთქების შედეგად ქალაქის ნახევარი დაინგრა. დაიღუპნენ და დასახიჩრდნენ ადამიანები.
გზების ნაწილი ბლოკირებულია. ასეულობით ათასი ადამიანი საცხოვრებელი ადგილის გარეშე
დარჩა. სერიოზულად დაზიანდა ანტიოქიის პატრიარქატის რამდენიმე ეკლესია აშრაფიაში -
ბეირუთის ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ რაიონში. კერძოდ, დიდმოწამე დიმიტრის ეკლესია
და წმინდა ნიკოლოზის ტაძარი.
VR Treasures-ის გუნდი,
რომელმაც მიმდინარე წლის ივნისში გამოუშვა აპლიკაცია VR Pilgrim,
რომელიც მსოფლიოს ქრისტიანული წმინდა ადგილების ვირტუალურად მონახულების საშუალებას
იძლევა, ერთი წლის წინათ იმყოფებოდა ლიბანში, რათა ვირტუალური რეალობის ფორმატში გადაეღო
უნიკალური ეკლესიები, მონასტრები და ტაძრები.
"კომპანია VR Treasures-ის სახელით გამოვხატავ
უსაზღვრო თანაგრძნობას ლიბანელი ხალხისადმი. სიტყვები არ მყოფნის იმ გრძნობის გადმოსაცემად,
ჩემი ლიბანელი მეგობრების მიერ გადმოგზავნილი ფოტოებისა და ვიდეოების ნახვისას რომ
მიჩნდება. სულ რაღაც ერთი წლის წინათ
ვიყავით ლიბანში და მოვიხიბლეთ ამ ქვეყნის სილამაზითა და სტუმართმოყვარეობით.
დანანებითა და გულისტკივილით შევყურებ იმას, რაც დღეს დარჩა ბეირუთისგან. ლეგენდის
თანახმად, ბეირუთი შვიდჯერ აღდგა ფერფლისგან, რამაც ის ქალაქ-ფენიქსად აქცია.
დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც შეძლებს ქალაქი ფერფლიდან აღდგენას და კიდევ უფრო
მშვენიერი გახდება. მიტროპოლიტების მეშვეობით შევეცდებით, დახმარება გავუწიოთ
დაზარალებულებს. VR Pilgrim-ის
გამოწერებიდან შემოსული თანხის დიდ ნაწილს ტაძრების აღსადგენად გავიღებთ.
ამგვარად, საერთო ძალისხმევით შევძლებთ ლიბანელი ძმების დახმარებას",
აცხადებს VR Treasures-ის განვითარების მიმართულების დირექტორი
გეორგის ცაცანიდისი.